Skip to main content

Joint Executive Program by the International Tourism Academy (ITA) and Lucerne University of Applied Sciences and Arts

საქართველო & ესპანეთი I შერეული ფორმატი

იმოქმედე მიზანმიმართულად — გახდი მომავლის ლიდერი

ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში  წარმოადგენს ტრანსფორმაციულ სასწავლო გამოცდილებას პროფესიონალებისთვის რომლებიც მზად არიან ფეხი აუწყონ ცვლილებებსდანერგონ ინოვაციები და შექმნან განვითარების ახალი გზები. პროგრამა ერთობლივად ხორციელდება საერთაშორისო ტურიზმის აკადემიის (ITA) და ლუცერნის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ რომელიც განთქმულია პრაქტიკაზე დაფუძნებული ინოვაციური სწავლების მეთოდებით.

შერეული ფორმატის მეშვეობით — რომელიც აერთიანებს პირისპირ სესიებსა და ინტენსიური სწავლების კვირებს საქართველოში და ესპანეთში — მონაწილეები სწავლობენ, როგორ წარმართონ ცვლილებები სტრატეგიული მოქნილობითა და თავდაჯერებულობით, გააძლიერონ ორგანიზაციული შედეგები მიზანმიმართული ლიდერობით და განივითარონ ემოციური ინტელექტი და ავთენტურობა — უნარები, რომლებიც აუცილებელია გრძელვადიანი წარმატებისა და მდგრადი გავლენის მისაღწევად
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ხელოვნური ინტელექტის როლი ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებაში,რაც მონაწილეებს აძლევს საშუალებას, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ ორგანიზაციული ზრდისა და ეფექტურობის გასაძლიერებლად. 

სწავლის შედეგები

  • ისწავლი, როგორ წარმართო ცვლილებები სტრატეგიული მოქნილობითა და თავდაჯერებულობით.
  • გააძლიერებ ორგანიზაციულ შედეგებს მიზანმიმართული ლიდერობის მეშვეობით.
  • განივითარებ ემოციურ ინტელექტს, გამძლეობას და ავთენტურობას.
  • დააბალანსებ პირად ღირებულებებს პროფესიულ მიზნებთან და შთააგონებ სხვებს.
  • აიმაღლებ უნარს, იხელმძღვანელო პასუხისმგებლიანად ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

პროგრამის უპირატესობები

  • ისწავლე საერთაშორისო დონის პროფესორებისგან.
  • გამოცადე ორმაგი სასწავლო გარემო — საქართველო და ესპანეთი.
  • ჩაერთე ლიდერობის პრაქტიკულ სიმულაციებში და რეალურ პროექტებში.
  • განივითარე უნარები, რომლებიც აერთიანებს პროფესიულ და პირად განვითარებას.
  • მიიღეთ საერთაშორისო დიპლომი რომელიც ადასტურებს შენს ლიდერულ კომპეტენციებსა და აკადემიურ მიღწევებს.


დაგვიკავშირდი

https://itaedu.org/wp-content/uploads/2026/01/lv_0_20260112162449.mp4