ჩვენ შესახებ

About us 1 (1)

ტურიზმის საერთაშორისო აკადემია არის საქართველოში დაფუძნებული წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შეიქმნა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების გლობალური ხედვით. ITA-ს ხარისხისადმი ერთგულება ისახება უნიკალურ სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, რომლებიც პასუხობს სხვადასხვა ინდუსტრიების კონკრეტულ საჭიროებებს. საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ITA-მ დაამყარა ძლიერი კავშირები მოწინავე სასწავლო დაწესებულებებთან. საერთაშორისო თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას თავი მოვუყაროთ ლიდერ უნივერსიტეტებს, რომლებიც გამოირჩევიან საერთაშორისო აკრედიტაციებით და ვარსკვლავი პედაგოგებით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტურიზმის ხარისხის დონის გაუმჯობესებას.

ITA-ს ძირითადი ფოკუსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩამოაყალიბოს სწორი ხედვა ქვეყანაში ტურისტული დანიშნულების მდგრად განვითარებასა და მართვაში. აღსანიშნავია, რომ საჭიროებათა შეფასების პროცესში აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები. ეს გადამწყვეტი ასპექტი კი გვეხმარება შევქმნათ სასწავლო პროგრამები, რომლებიც ერგება ინდუსტრიის სხვადასხვა მოთხოვნებს და საჭიროებებს.

About us 2

ITA-ს ერთგულება ხარისხისადმი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროგრამის დიზაინის შექმნის საწყისი ეტაპით. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საბოლოო ჯამში გვაძლევს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს განათლების სფეროში, და, შესაბამისად, საგრძნობლად ხელს უწყობს საქართველოს ტურიზმის სექტორის წინსვლას.

Ასევე აღსანიშნავია, რომ ITA-ს ჩართულობა არ შემოიფარგლება პროგრამის იმპლემენტაციის ნაწილით. ჩვენ ვატარებთ პერიოდულ კონსულტაციებს კურსდამთავრებულებთან და ჩართულ მხარეებთან პროექტის დასრულების შემდეგაც კი, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ეფექტურობას და მდგრადობას. ITA არის კონკრეტულ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების პროვაიდერი, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო პარტნიორობით. 

ITA-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი პრაქტიკებისა და ტურისტული დანიშნულების განვითარებაში. ეს მრავალი წამოწყება კი საბოლოოდ მნიშვნელოვნად წინ წევს და აძლიერებს საქართველოს ტურიზმის სექტორს.

გუნდი

მანანა უგულავა

ITA co-founder & CEO

მანანა უგულავა, საერთაშორისო ტურიზმის აკადემიის (ITA) თანადამფუძნებელი არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიძნას ისახავს გარდაქმნას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ინოვაციური განათლების მეშვეობით. ის საფუძველს უდებს კონკრეტულ საჭროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შემუშავებას ინდუსტრიის მოწინავე საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.

მისი ლიდერობით, ITA-ს ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი მართვის განვითარება საქართველოში. სხვადასხვა სექტორებზე მორგებული სატრენინგო პროგრამების უმნიშვნელოვანესი ნაწილია საჭიროებების შეფასება, რომელშიც აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.

მანანა უგულავა ასევე არის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მრჩეველი. ეს როლი მას აძლევს საშუალებას გამოიყენოს ინდუსტრიიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ამასთანავე წვლილი შეიტანოს საგანმანათლებლო სტრატეგიების ჩამოყალიბებაში გლობალურ ტურიზმში.

ნინო ლორთქიფანიძე

ITA co-founder & COO

ნინო ლორთქიფანიძე არის განსაკუთრებული ლიდერი, რომელიც უკვე 10 წელია ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების გავრცელებას საქათველოში. მისი მთავარი როლია კომპანიის და არსებული პროექტების როგორც ყოველდღიური, ასევე გრძელვადიანი მენეჯმენტი. ამჟამად ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის თანადამფუძნებლის როლში, ნინო აერთიანებს საკუთარ იურიდიულ გამოცდილებას, კარიერულ განვითარებასა და წინსვლასთან.

ნინომ წარმატებით გაიარა Neuro-Linguistic Programming (NLP) და IPEC Coaching ტრენინგები, რომელთა საშუალებით ის უკვე სერტიფიცირებული ტრენერია. ეს დამატებითი კვალიფიკაცია მეტად აძლიერებს მის ლიდერულ უნარებ-ჩვევებს.

2019 წელს, ნინომ დაარსა განათლების საერთაშორისო ჯგუფი (IEG), რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საგანმანათლებლო ლანდშაფტის გარდაქმნაში. მისი ხელმძღვანელობით ITA-მ შეიძინა მრავალი უცხოური და ლოკალური პარტნიორები, როგორც კერძო,ასევე საჯარო სექტორების წარმომადგენლები. კომპანიის უმთავრესი მიზანია მაღალი ხარისხის დასავლური განათლების მიწოდება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია საკუთარი ცოდნისა და უნდარების განვითარებით.

ანა აბრამიშვილი

ITA Deputy CEO

ანა აბრამიშვილი არის გამოცდილი პროფესიონალი განთლებისა და სტუმარ-მასპინძლობის მართვის სექტორში. მისი კარიერა მოიცავს მრავალფეროვან როლებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ანა არის ხარისხიანი და ინოვაციური საგანმანათებლო ინიციატივების ხელშემწყობი.

სტრატეგიული მიმართულებების მიწოდებით, ყოველდღური ოპერაციების ზედამხედველობით და დინამიური სასწავლო გარემოს შექმნით ანას, როგორც აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.უდიდესი წვლილი შეაქვს კომპანიის წარმატებაში.

სოფიო შენგელია

ITA ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სოფიო შენგელია არის დინამიური და კვალიფიციური პროფესიონალი, ამჟამად ITA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. განათლების და პროექტების კოორდინირების გამოცდილებით მას წვილილი შეაქვს ორგანიზაციის განვითარებასა და წარმატებაში.

აღსანიშნავია, რომ იგი ასევე წარმოადგენს სტუმარ-მასპინძლობის ლიდერ საერთაშორისო უნივერსიტეტებს, როგორებიცაა Les Roches, Glion, Ecole Ducasse. Მისი ექსპერტიზა ცდება ტრადიციულ ადმინისტრაციულ საქმიანობას, რადგან ის აქტიურად ხელს უწყობს ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

ITA მიზანი და ხედვა

ITA-ს არსებობის მთავარი მიზანია საქართველოს და საერთაშორისო აუდიტორიისთვის სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში საუკეთესო ხარისხის საერთაშორისო აკადემიურ განათლებაზე წვდომა გახადოს შესაძლებელი. ამასთანავე საგანმანათლებლო პროექტებით, პროგრამებითა და საკონსულტაციო საქმიანობით ხელი შეუწყოს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და ინდუსტრიის განვითარებას.

ამასთანავე, ITA ქმნის ტურიზმის სექტორში მსოფლიოში გამორჩეული განათლების მიღების ხელშეწყობისა და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ ცენტრს და ამით წვლილი შექვს სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

ITA - ს გამოცდილება