Skip to main content

Les Roches სამაგისტრო პროგრამა - საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მართვა

შეუერთდი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს — Les Roches. დაიწყე სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აკადემიურ განათლებაზე ბევრად მეტს გთავაზობს. ეს არის გზა გლობალური შესაძლებლობებისკენ, ინოვაციასა და ლიდერობისკენ.

აღმოაჩინე შვეიცარიული ხარისხის განათლება და საერთაშორისო სასწავლო გარემო ჩვენს კამპუსებზე შვეიცარიაში ან ესპანეთში — სადაც სწავლებას ხელმძღვანელობენ მსოფლიო დონის პროფესორები და ინდუსტრიის ლიდერები, ადამიანები, რომლებიც თავადაც ქმნიან ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს.

თუ ისწრაფვი კარიერული წინსვლისკენ ან ახალი მიმართულების შექმნისკენ, სწორედ ეს პროგრამაა საშუალება იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ მაღალ დონეზე მორგებულ, რეალურ შედეგებზე დაფუძნებულ განათლებას.

აირჩიე შენი გზა

Full-time სამაგისტრო პროგრამა — იცხოვრე კამპუსზე (1.5 წელი) და სრულად შეიგრძენი #LesRochesWayOfLife.

Part-time Executive სამაგისტრო პროგრამა— განაგრძე მუშაობა და ამავე დროს მიიღე ხარისხიანი განათლება, მიიღე მონაწილეობა ინტენსიურ პირისპირ სესიებში Marbella-ს კამპუსზე (ხანგრძლივობა — 1 წელი).